ორი ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტოო და როჯე მილა როგორც იქნა შერიგდნენ
შეგახსენებთ რომ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მილამ "ინტერნაციონალეს" სნაიპერი გააკრიტიკა თითქოს მას ეროვნული ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლია. თანამემამულის ამ სიტყვებმა ეტო გაანაწყენა და ეს უკანასკნელი დაიმუქრა კიდეც რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოედანზე არ გავიდოდა.
ამ ორი ლეგენდარული ფეხბურთელის შერიგება კამერუნის დედაქალაქში შედგა. მათ მონაწილეობა მიიღეს იქ გამართულ პრესკომფერენციაზე და ერთმანეთს თავაზიანად მოუხადეს ბოდიში. ოტოომ აღნიშნა, რომ მილა კამერუნის ლეგენდად მიაჩნდა ხოლო ეს უკანასკნელი გამოტყდა "ინტერის" ფორვარდს პროფესიონალიზმში.
"მე სამუელს შვილივით ვუყურებ და ეჭვი არ მეპარება რომ ის საუკეთესოა"-განაცხადა მილამ.
|