გუნდები თამაში მოგება ფრე წაგება ბურთების შეფარდება
ინტერი 174 64 52 58 257 – 235
მილანი 174 58 52 64 235 – 257
იტალიის თასი
მილანი 23 9 7 7 32 – 22
ინტერი 23 7 7 9 22 – 32
ჩემპიონთა ლიგა
მილანი 4 2 2 0 4–1
ინტერი 4 0 2 2 1 – 4
სხვა ტურნირებზე
მილანი 71 37 11 23 159–126
ინტერი 71 23 11 37 126–159
ყველა შეხვედრა
მილანი 271 106 72 93 430 – 402
ინტერი 271 93 72 106 402 –430
ყველაზე დიდი მოგება"მილანის»: 11მაისი 2001, "მილანი"–ინტერი 6:0
ყველაზე დიდი მოგება "ინტერის" : 6 თებერვალი 1910, «მილანი"–"ინტერი" 0:5
ყველაზე რეზულტატური თამაში: 6 ნოემბერი 1949, ინტერი–მილანი 6:5
ინტერი 6–5 მილანი (1949 წელი, 6 ნოემბერი)
გოლები: ნაიერსი 10', 40'; ამადეი 39', 50', 64'; ლორენცი 5'; კანდიანი 17'; ნორდალი 14'; ლიდოლმი 19'; ანოვაცი 59'.
1949|50 წლებში ნამდვილი "დელა მადონინა" შედგა, პირველი დერბი 4–4 დასრულდა, მეორე კი 6–5. ამ გუნდების ისტორიაში ეს ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და დასამახსოვრებელი შეხვედრა გახლდათ. მატჩის პირველ ნახევარში "როსონერი" უდავო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეორე ტაიმში "ნერაძურა" გონს მოეგო და მრისხანე მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
მილანი–მილანესე, დე გრეგორი, ფოლია, ანოვაცი, რონონი, ბონომი, ბუნიანი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი და კანდიანი.
ინტერი–ფრანცოზი, გუატია, მილიოლი, კამპატელი, ჯოვანი, აჩილი, ამადეი, ვიკესი, ლორენცი, ფიორინი და ნაიერსი.
მილანი 2–1 ინტერი (1984 წელი, 28 ოქტომბერი)
გოლები: დი ბართლომე 33'; ჰატელი 63'; ალტობელი 10'.
"როსონერისთვის" 80–იანი წლები კოშმარული გასახსენებელია. ეს გუნდი სერია "ბ"–ში გასავარდნად იყო განწირული, მაგრამ ფეხბურთელთა ძლიერმა სულისკვეთებამ ყველაფერი გამოასწორა, "მილანმა" სკუდეტოსათვის ბრძოლა განაგრძო და დერბიშიც დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება "ნერაძურას", იმ დროისთვის ერთ–ერთი ყველაზე სუსტ იტალიურ კლუბად ითვლებოდა.
მილანი–ტერანო, ფრანკო ბარეზი, გალი, ბატისტინი, დი ბართლომე, ტასოთი, ვერზა, ვიკინსი, ჰატელეი, ევანი და ვირიდსი.
ინტერი–ზენგა, ბერომი, გ.ბარეზი, მანდორლინი, კოლავარტი, ბინი, კუსიო, სებატო, ალტობელი, ბრადი და რუმენიგე.
ინტერი 0–6 მილანი (2001 წელი, 11 მაისი)
გოლები: კომანდინი 2', 19'; ჯიუნტი 53'; შევჩენკო 66', 77; სეჟინიო 81'.
ამ დროს "მილანი" ბრწყინავდა, "როსონერის" შეგირდებმა "Della madonina"-ს ყველანაირი რეკორდი დაამხეს და მეტოქე პირში ჩალაგამოვლებული დატოვეს. სერია "ა–ც" ამ გუნდის ხელში იყო, ისინი უშუალო კონკურენტ "რომას" 20 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებდნენ.
მილანი–როსი, ჰელვეგი, კოსტაკურტა, როკი ჟუნიორი, მალდინი, გატუზო, ჯიანტი, კალაძე, სეჟინიო, შევჩენკო და კომანდინი.
ინტერი–ფრეი, ფერარი, ბლანჩი, სიმიჩი, ხავიერ ძანეტი, ფარინოსი, დი ბიაჯო, დალმეტი, გრეშკო, ვიერი და რეკობა.
ინტერი 0–3 მილანი (2005 წელი, 12 აპრილი)
გოლები: შევჩენკო 43'; კაკა 67'; ზედორფი 89'.
ამ მატჩში კიდევ ერთი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა "მილანმა" თანაქალაქელ "ინტერს" და საკმაოდ სოლიდური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის უდავო ფავორიტად "როსონერი" ითვლებოდა, მაგრამ არც "ნერაძურა" გამოიყურებოდა ურიგოდ.
მილანი–დიდა, კაფუ, სტამი, ნესტა, მალდინი, ამბროზინი, პირლო, ზედორფი, კაკა, კრესპო და შევჩენკო,
ინტერი–ტოლდო, ხავიერ ძანეტი, კორდობა, მატერაცი, კამბიასო, ფავალი, კრისტიან ძანეტი, ვერონი, ვან დერ მეიდე, კილი გონსალესი და ადრიანო.
მილანი 0–4 ინტერი (2009 წელი, 29 აგვისტო)
გოლები: ტიაგო მოტა 29'; მილიტო 36'; მაიკონი 45'; სტანკოვიჩი 65'.
ეს ძალიან ლამაზი შეხვედრა გამოდგა. ორივე გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა პირველობისთვის, მაგრამ "ნერაძურას" უფრო გაუმართლა და შედეგიც სახეზეა. კაკასგან მიტოვებული "როსონერი", ობოლი ბავშვივით დაიბრიყვა "ინტერმა"...
მილანი–სტორარი, ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი, გატუზო, ფლამინი, პირლო, რონალდინიო, ბორიელო და პატო.
ინტერი–ჟულიო სეზარი, მაიკონი, კივუ, ლუსიო, სამუელი, ტიაგო მოტა, სტანკოვიჩი, დიეგო მილიტო, ძანეტი, სნეიდერი და ეტო'ო.
განახლებულია 2010 წელს
ავტორი: გიგა თედორაძე
ჩატარებული მატჩების ვიდეო მასალა
ავტორი: გიგა თედორაძე