მახაჩკალის "ანჟი” რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის ინტერში დაბრუნებას უარყოფს და ამ ყველაფერს მხოლოდ ჭორს უწოდებს "
შეგახსენებთ, რომ კვირის დასაწყისში მასიმო მორატიმ განცხადება გააკეთა ეტოოს შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. იტალიური კლუბის პრეზიდენტმა შანსი 90% -ით შეაფასა, თუმცა ახლა ანჟის თავკაცობამ ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო.< "ზამთარში სამუელ ეტოო თანაგუნდელებთან ერთად თურქეთში ან ესპანეთში იქნება და სეზონისთვის მოემზადება, ” – განაცხადა გუნდის სპორტულმა დირექტორმა გერმან ჩისტიაკოვმა Il Corriere dello Sport-თან ინტერვიუში.
|