ანჯელო პალომბო გენუის "სამპდორიადან” მილანის "ინტერში” გადაბარგდა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა "მილანში” აღმოჩენილიყო, თუმცა 30-წლის ნახევარმცველმა სამწლიანი კონტრაქტი "ინტერთან” გააფორმა.
"მოხარული ვარ იმით, რომ "ინტერში” გადმოვედი. ეს დიდი გუნდია”, – განაცხადა პალომბობმ.
30-წლის ფეხბურთელის აქტივში "სამპდორიას” რიგებში 313 ჩატარებული მატჩია, ხოლო იტალიის ნაკების ფორმა პალომბობმ 21-ჯერ მოირგო.
მუნტარი "ინტერიდან” "მილანში”
სალი მუნტარი მილანის "ინტერიდან” მოსისხლე "მილანში” გადავიდა. როგორც ცნობილია, განელი ფეხბურთელი "როსონერიში” იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ მუნტარის თავისთან გადაბირება ინგლისურ "სანდერლენდსაც” სურდა, თუმცა განელი იმავე ქალაქის მეორე კლუბის ღირსებას დაიცავს.
"მილანისთვის” ეს მეორე შენაძენია, "როსონერიმ” მანამდე "კატანიადან” მაქსი ლოპესი გაიფორმა.
მოტა "პსჟ”-ს ფეხბურთელია
ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა” გვამცნო, რომ კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ტიაგო მოტა გაიფორმა.
პარიზული გუნდის ოფიციალური საიტი გარიგების დეტალებს ჯერ არ ამხელს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ დღეს "პარკ დე პრენსზე” ფეხბურთელის წარდგენა იქნება.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, მოტას ტრანსფერი პარიზული კლუბის ყატარელ ინვესტორს ათი მილიონი ევრო დაუჯდა.