იტალიური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემთხვევაში, "ნერიაძურის” თავკაცის თანამდებობაზე ყველაზე რეალური კანდიდატები ლუიშ ფიგუ და ფაბიო კაპელო არიან.
რანიერიმ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს, თუმცა იტალიელი ჟურნალისტების თქმით, მასიმო მორატის მოთმინების ფიალა უკვე აივსო.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რანიერის ფიგუ შეცვლის, რომლის ასისტენტადაც ბეპე ბარეზი იმუშავებს. პორტუგალიელის დანიშვნას ზაფხულამდე ელიან.
მეორე ვერსია კი იუწყება, რომ "ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელო იმუშავებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ინგლისის ნაკრების თავკაცის თანამდებობა დატოვა. იტალიელ სპეციალისტს მახაჭყალის "ანჟის” დამრიგებლის პოსტს სთავაზობდნენ, თუმცა დონ ფაბიომ რუსები უარით გაისტუმრა.
|