დღეს იტალიის თასის მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება.ერთმანეთს უკანასკნელი წლების ორი გამორჩეული გუნდი დაუპირისპირდება.
ინტერი ნაპოლის ესტუმრება და ტიტულის დაცვას ეცდება. გუნდს უკვე რვა თამაშია მოგებების სერია აქვს და ბევრის ვარაუდია, რომ იგი ამ შეხვედრაშიც გაგრძელდება. თუმცა ნაპოლი რომ იოლი მეტოქე არ არის ეს ამ გუნდის უამრავმა მატჩმა აჩვენა.
ნაპოლი შემტევ და სწრაფ ფეხბურთზეა აქცენტირებული. გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეც გავიდა საკმაოდ რთული ჯგუფიდან და თებერვლიდან ეცდება ამ ტურნირზეც დიდი კვალის დატოვებას.
სეზონის დასაწყისში ინტერმა დღევანდელი მეტოქე ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე 3-0 დაამარცხა. სწორედ ამიტომ მასპინძლები დღეს რევანშის აღებას ეცდებიან. ნაპოლი
დე სანკტისი ფერნანდესი, კანავარო, ბრიტოსი მაჯიო, ძემაილი, გარგანო, ძუნიგა პანდევი, ლავეცი კავანი
ინტერი
ჟულიო სეზარი მაიკონი, ლუსიო, რანოკია, ძანეტი ფარაონი, პოლი, ტიაგო მოტა, ალვარესი სნეიდერი მილიტო
დღევანდელ მატჩში გუნდს ლავეცი დაუბრუნდა, თუმცა სიენასთან მოთამაშე ჰამშიკი ვალტერ მაცარიმ ძირითადში არ დააყენა.
რაც შეეხება ინტერს, კლაუდიო რანიერიმ ტრავმირებული იაპონელი მცველის ნაგატომოს დასვენება გადაწყვიტა. სამუელს კი ახალგაზრდა რანოკია ჩაანაწვლებს. ნახევარდაცვაში კვლავ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება ფარაონისა და პოლის. იცით თუ არა რომ? ნაპოლიმ კოპა იტალია უკანასკნელად 1987 წელს მოიგო, როცა მათ ატალანტა დაამარცხეს 4-0. ინტერმა რვა მატჩი მოიგო ზედიზედ და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. მილიტომ ამ მატჩებში ხუთი ხოლო პაცინიმ ოთხი გოლი გაიტანა
|