ფრანგული პსჟ-ს ახალწვეულმა ტიაგომ მოტამ თავისი ყოფილი კლუბის, მილანის "ინტერის” წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, სამუელ ეტო’ოს გუნდიდან წასვლამ "ინტერის” თამაშს დიდი დაღი დაასვა. მას მატჩის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ დროს შეეძლო. მართალია, დიეგო მილიტომ ძველებური ფორმა დაიბრუნა, მაგრამ კამერუნელი მაინც სხვა განზომილება იყო. სამუელი ექსტრა-კლასის ფორვარდია. მისმა წასვლამ ჩემს გადაწყვეტილებაზეც დიდი გავლენა იქონია. ჩემი მილანური კარიერა ისევე ახლოს იყო დასასრულთან, როგორც "ინტერის” დომინირება იტალიაში. მჭირდებოდა ახალი გამოწვევა, რომელიც პსჟ-სგან მივიღე”, - განუცხადა ნახევარმცველმა La Gazzetta dello Sport-ს. შეგახსენებთ, რომ 29 წლის ტიაგო მოტა "ინტერიდან” პსჟ-ში იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე გადავიდა.
|