მაიკონის სანაცვლოდ ლასი და 10 მლნ. ევრო?!
| 04.04.2010, 13:46 |
მადრიდის "რეალი” მზად არის მილანის "ინტერს” დუგლას მაიკონის სანაცვლოდ ლასანა დიარა და 10 მილიონი ევრო გადაუხადოს…
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალ ზაფხულს "ბლანკოსის” მთავარი სამიზნე სწორედ ბრაზილიელი მცველი იქნება. ფლორენტინო პერესს გასულ ზაფხულსაც სურდა მაიკონის შეძენა, მაგრამ "ნერიაძურიმ” მაშინ ესპანელებს შეთავაზებულ თანხაზე უარი განუცხადა.
ამჟამად კი ფლორენტინო მზად არის მაიკონის სანაცვლოდ "ინტერს” ლასანა დიარა და პლიუს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერ-ჯერობით უცნობია იტალიელთა პასუხი ამ შეთავაზებაზე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არაოფიციალური ინფორმაციაა არ არის გამორიცხული მორიგ ჭორთან გვქონდეს საქმე.
|
კატეგორია: სიახლე | დაამატა: gigu7a
|
ნანახია: 641 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|