მილანის "ინტერი” "ჯენოას” ნახევარმცველის, მიგელ ველოზუს გადაბირებით დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც გენუელებმა "პორტუსგან” ფერნანდო ბელუსკი შეიძინეს, 25 წლის პორტუგალიელის გუნდიდან აბარგება რეალური გახდა.
Tuttomercato-ს ცნობით, "ნერაძურის” ხელმძღვანელები ველოზუს გადაბირებას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, ნახევარმცველმა იტალიის სერია A-ში 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. გენუაში გადაბარგებამდე, მიგელ ველოზუ ლისაბონის "სპორტინგის” ღირსებას იცავდა. იგი პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრია.
|