მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობამ დუგლას მაიკონისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, 30 წლის ბრაზილიელი "ნერაძურიში” 2015 წლამდე დარჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ბრაზილიელის გადაბირებით სერიოზულად დაინტერესდა ფრანგული პსჟ. მილანელებს გარისკვა არ სურთ და თავის დაზღვევის მიზნით, მცველთან ახალი კონტრაქტის დეტალების შეთანხმება დაიწყეს. ცნობისთვის, "ინტერთან” მაიკონის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2013 წელს ეწურება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მარჯვენაფლანგელი "ნერაძურიში” 2006 წლიდან ასპარეზობს. მან მილანურ კლუბში 214 მატჩი და 18 გოლი მიითვალა.
|