შაბათი, 18.05.2024, 17:21
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სიახლე [98]
ტოტო [0]
ერთად დავამარცხოთ ტოტალიზატორი
იტალია [0]
მადონინა [4]
ბიოგრაფიები [9]
ვიდეო საცავი [14]
სრული მატჩები [9]
PES Goals [40]

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » ფაილები » სიახლე

ინტერი V.S იუვენტუსი
27.01.2010, 23:47

შეხვედრა: "ინტერი"–"იუვენტუსი"

ადგილი: "ჯუზეპე მეაცა", მილანი.

დრო: ხუთშაბათი, 2010 წლის 28 იანვარი.

ხვალ, "ჯუზეპე მეაცას" სახელობის მოედანზე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება, ერთმანეთს ადგილობრივი "ინტერი" და ტურინის "იუვენტუსი დაუპირისპირდებიან. წლევანდელ, 2009|10 წლის სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დეკემბრის დასაწყისში შეხვდნენ. მატჩი ტურინში, "სტადიო ილიმპიკოზე" გაიმართა, იმ შეხვედრაში, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქე დამარჯერებლად 2–1 დაამარცხეს. საბოლოოდ ხვალ, მილანში, "სან სიროზე" გაირკვევა ამ ორ გრანდს შორის უძლიერესის ვინაობა.

ჟოზე მაურინიოს დამოძღვრილი გუნდი გაცილებით უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე ჩირო ფერარას "იუვენტუსი". ამას სერია "ა"–ს ბოლო ტურის შეხვედრებიც მოწმობს, უმცირესობაში დარჩენილმა "ნერაძურამ" თანაქალაქელი "მილანი" 2–0 დაამარცხა, ხოლო "მოხუცი სენიორას" შეგირდებმა, საკუთარ მოედანზე "რომასთან" წინააღმდეგ, 1–2 დათმეს მატჩი და ისედაც რთული მდგომარეობა, კიდევ უფრო გაირთულეს.

"ინტერი" ყველა ტურნირზე დიდებულად ასპარეზობს. მაურინიოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც გავიდნენ, კოპა იტალიაზეც უდანაკარგოდ გამოდიან და სერია "ა"–საც ერთპიროვნულად ლიდერობენ. აი რაც შეეხება "იუვენტუსს", აქ საქმე გაცილებით რთულადაა, ტურინულ გრანდს თითქმის არც ერთი ტურნირის მოგების პერსპექტივა აღარ გააჩნია. ჯერ იყო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპს ვერ დაახწიეს თავი, შემდეგ სერია "ა"–ში დაეწყოთ ჩავარდნების სერია და ბოლოს ეროვნული ჩემპიონატის მე–6 ადგილზე იმყოფებიან.

"ბიანკონერის" მთავარ დამრტყმელ ძალად ბრაზილიელი დიეგო ითვლება, მაგრამ უსამართლობა იქნება იტალიელი და საერთოდ მსოფლიო ლეგენდის, დელ პიეროს დიდებული თამაში, არ ავღნიშნოთ. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, დამდეგ დაპირისპირებაში ფავორიტის გამოყოფა დიდი უაზრობა იქნება, ასეთ შეხვედრებში ძლიერი და სუსტი არ არსებობს, ვის რა შეუძლია მოედანზე გამოჩნდება.

"ინტერის" გასული 5 შეხვედრის შედეგები

24 იანვარი–"მილანი" (გამარჯვება 2–0)

16 იანვარი–"ბარი" (ყაიმი 2–2)

9 იანვარი–"სიენა" (გამარჯვება 3–4)

6 იანვარი–"კიევო" (გამარჯვება 1–0)

20 დეკემბერი–"ლაციო" (გამარჯვება 1–0)


"იუვენტუსის" გასული 5 შეხვედრის შედეგები

23 იანვარი–"რომა" (მარცხი 1–2)

17 იანვარი–"კიევო" (მარცხი 1–0)

13 იანვარი–"ნაპოლი" (გამარჯვება 3–0)

10 იანვარი–"მილანი" (მარცხი 3–0)

6 იანვარი–"პარმა" (გამარჯვება 2–1)

"ინტერის" სიახლეები

რენე კინი, კრისტიან კივუ და დეიან სტანკოვიჩი გამოჯანმრთელებულნი არიან. "ინტერის" პრობლემები ნელ–ნელა მცირდება. მაურინიო შედარებით უკეთესს მდგომარეობაშია, ვიდრე გასულ ტურში, პორტუგალიელ თავკაცს "მილანურ" დერბიში 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ამის მიუხედავად მისმა დამოძღვრილმა გუნდმა, თანაქალაქელი "როსონერი" დამაჯერებლად 2–0 დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობა: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, სანტონი, ძანეტი, კამბიასო, მუნტარი, სნეიდერი, პანდევი, დიეგო მილიტო.

ტაქტირკური სქემა (4–3–1–2)

"იუვენტუსის" სიახლეები

იაკინტა, კასერესი, ჯოვინკო, ტრეზეგე, სალიჰამედიჩი და ლუკა მარონე ტრავმირებულები არიან. ჩირო ფერარას საკადრო პრობლემები აქვს, რომლის მოგვარებასაც ალბათ ვერ მოასწრებს, რადგან იტალიელი სპეციალისტი "მოხუცი სენიორას" მწვრთნელის პოსტს ძალიან მალე დატოვებს.

სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი, გრიგერა, კანავარო, კიელინი, გროსო, სისოკო, კანდრევა, ფელიპე მელო, დიეგო, დელ პიერო, ამაური.

ტაქტიკური სქემა (4–2–2)

გუნდის ლიდერები

დიეგო მილიტო (ინტერი)

ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი)

კატეგორია: სიახლე | დაამატა: gigu7a
ნანახია: 655 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Inter pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2024