შაბათი, 18.05.2024, 19:11
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
სიახლე [98]
ტოტო [0]
ერთად დავამარცხოთ ტოტალიზატორი
იტალია [0]
მადონინა [4]
ბიოგრაფიები [9]
ვიდეო საცავი [14]
სრული მატჩები [9]
PES Goals [40]

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » ფაილები » ბიოგრაფიები

ლუიშ ფიგუ
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (27.5 Kb) ] 25.01.2011, 16:19

ლუის ფილიპე მადეირა კაიერო ფიგუ 1972 წლის 4 ნოემბერს პორტუგალიაში, დაბა არმადაში დაიბადა. 20 წლიანი ლეგენდარული კარიერის მანძილზე ყველა დროის ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, "სპორტინგში”, "ბარსელონაში”, "რეალსა” და "ინტერში” ითამაშა და ოთხივე ამ გუნდის გულშემატკივარს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.პორტუგალიის "ოქროს თაობის” ლიდერმა კარიერა სამშობლოში, "სპორტინგში” დაიწყო და მასთან ერთად 1995 წელს ქვეყნის თასიც მოიგო. იქამდე კი იყო ორი ტრიუმფი ახალგაზრდულ ნაკრებებში, 16 წლამდელთა ევროპის და 21 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატებზე.


1995 წელს ფიგუ 2.25 მლნ ფუნტის სანაცვლოდ იოჰან კრუიფის "ბარსელონაში” გადადის, სადაც 5 დაივუწყარ სეზონს ატარებს, გააქვს 30 გოლი 172 შეხვედრაში, მოიგო როგორც შიდა, ეს ევროპული ტიტულები (პრიმერა – 1997–98, 1998–99, ესპანეთის თასი 1997, 1998, სუპერთასი 1996, ევროპის თასების მფლობელთა თასი 1997 და უეფას თასი 1997 წელს). "კამპ ნოუზე” ის ნამდვილი გმირი გახლდათ, რომელსაც ყველაფერს პატიობდნენ გარდა ერთისა და კატალონიელთა სამწუხაროდ, მოხდა სწორედ ის, რაც ვეღარასოდეს გამოსწორდებოდა, ფიგუ "ბარსას” მოსისხლე მტრის, მადრიდის "რეალში” გადავიდა, რომელიც "გალაქტიკოდ” სწორედ იმ პერიოდში ყალიბდებოდა.

ფლორენტინო პერესის გუნდში თამაშმა ფიგუს კატალონიელი ქომაგების სიძულვილი, მაგრამ უამრავი ტიტული მოუტანა.

პრიმერა: 2000-01, 2002-03
ესპანეთის სუპერთასი: 2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა: 2002
უეფას სუპერთასი: 2002
საკონტინეტთაშორისო თასი: 2002

"ბარსელონას” მსგავსაც. ფიგუ "რეალშიც” ზუსტად 5 წელიწადს დარჩა და 2005 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის "ინტერში” გადავიდა. "ინტერი” მაშინ ახალ გუნდად ყალიბდებოდა, რომელიც ახლა იტალიაში უპირველესია და ტიტულს ტიტულზე იგებს. 105 შეხვედრაში გატანილი 10 გოლის შემდეგ, 2009 წელს ფიგუ ფეხბურთიდან ოფიციალურად წავიდა და ჟოზე მაურინიოს ერთგვარი თანაშემწის ადგილი დაიკავა. მისი ღვაწლი ყველაზე უკეთ ალბათ "ნერაძურიში” დაფასდა და ეს ფიგუს არაერთ ინტერვიუში აღუნიშნავს. "ინტერთან” ერთად მან ოთხი (კალჩოპოლოს ჩათვლით) სკუდეტო (2005-06, 2006-07, 2007-08, 2008-09) ერთი იტალიის თასი და სამი სუპერთასი მოიგო.

ლუიშ ფიგუ პორტუგალიის ნაკრებში 1991–დან 2006 წლამდე ასპარეზობდა. 127 მატჩში მას 33 გოლი აქვს გატანილი და დიდი ხნის განმავლობაში, სრულიდან დამსახურებულად კაპიტნობდა კიდეც გუნდს. ერთადერთი რამ, რაც 2000 წლის ევროპის და 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ოცნებად დარჩა, ნაკრებთა ერთად მოგებული ტიტულია, რუი კოშტას, პინტუს, ფიგუს და სხვა ვარსკვლავების თაობა ფეხბურთიდან სამწუხაროდ სანაკრებო მწვერვალის დაპყრობის გარეშე წავიდა…

ავტორი: გიგა თედორაძე

კატეგორია: ბიოგრაფიები | დაამატა: gigu7a
ნანახია: 1467 | რამოტვირთვები: 104 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 gigu7a  
0
%) %) %) :( :( :* :$ :$ :'( :'( :Q :Q >( >( :p :\ :\ :\ :) :? :? :? <_< <_<

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Inter pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2024