კვირა, 05.05.2024, 01:35
დავამარცხოთ ტოტალიზატორი
 
ჰიმნი

საიტის მენიუ

ჩემპიონი


მინი-ჩეთი

Sneijder Wesley


სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

სან-სიროს სტადიონი

უდავოა, რომ თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს სტადიონს, რომელსაც ერთბაშად ორი ევროპული გრანდი ფლობს. ასეთი უნიკალური არენა მხოლოდ მილანში მდებარეობს, რომლის გაზონზეც ამ ქალაქის ორი დიდი კლუბი - მილანი და ინტერი რიგრიგობით გამოდის. ეს უნიკალური სტადიონი სან-სირო გახლავთ, იგივე ჯუზეპე მეაცა, როგორც მას ახლახანს უწოდეს.

სან-სირო, რომელსაც კომფორტული იარუსები და სამსართულიანი ტრიბუნები ციხესიმაგრის იერს სძენს, მილანის დასავლეთით მდებარეობს. სტადიონი, რომელმაც ორჯერ უმასპინძლა მსოფლიო საფეხბურთო პირველობებს - 1934 და 1990 წლებში, საკუთარ ტრიბუნებზე 85 700 ადამიანს იტევს.
თავდაპირველად ჯუზეპე მეაცა - ეს სახელწოდება სან-სიროს 1980 წელს უწოდეს 20-40-იანი წლების მილანისა და ინტერის ვარსკვლავის, შემდგომში კი შავ-ლურჯების მწვრთნელის, ჯუზეპე მეაცას პატივსაცემად, რომელიც 1979 წელს გარდაიცვალა - წმინდა ბრიტანულ სტილში აიგო. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.
გახსნითი მატჩი იტალიელების სათაყვანებელ არენაზე 1926 წლის 19 სექტემბერს გაიმართა. გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს იყო წმინდა კლასიკური მილანური დერბი. ინტერის გულშემატკივარი დღემდე ამაყია იმით, რომ ამ დაუვიწყარ მატჩში მილანთნ გამარჯვება სწორედ მათ საყვარელ გუნდს დარჩა. მით უმეტეს, რომ დაუვიწყარია შეხვედრის ანგარიშიც - დერბი ნეროაძურიმ 6:3 მოიგო.

ჯუზეპე მეაცა - ხიდი ინტერსა და მილანს შორის

5 თვის შემდეგ, 1927 წლის 20 თებერვალს, სან-სიროზე პირველად წარსდგა იტალიის ნაკრები. სკუადრა აძურა, ჩეხოსლოვაკიის ეროვნულ გუნდს მასპინძლობდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ - 2:2 დასრულდა.
და მაინც, პირველი სერიოზული ნათლობა სან-სიროს, შვიდი წლის მერე ჰქონდა, როცა მილანურმა არენამ 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლა. ამ სტადიონზე ერთბაშად სამი დიდებული მატჩი გაიმართა. პირველი იყო მატჩი შვეიცარიასა და ჰოლანდიას შორის (3:2), შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირება გერმანიასა და შვედეთს შორის (2:1), რომელიც თავის დრამატიზმითა და სანახაობრივი თვალსაზრისით, ოქროს ასოებოთ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. ნახევარფინალურმა შეხვედრამ კი, იტალიასა და ავსტრიას შორის, საბოლოოდ შეაყვარა სან-სირო იტალიელ ქომაგს. იტალიელებმა ენრიკო გუაიტას გოლის წყალობით შეძლეს ავსტრიელების დამარცხება. მოგვიანებით კი ფინალში ჩეხოსლოვაკიასაც სძლიეს. ყოველივე ამის შემდეგ სან-სირო აპენინელებისთვის დიადი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
თითქმის ათწლეულების მანძილზე არსებულ დაპირისპირებას მილანურ გუნდებს შორის, ფაქტობრივად, ვერც ერთი მათგანის პრეზიდენტი თუ უბრალო მოთამაშე ვერ აგვარებდა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ შეძლო გაედო ხიდი ამ ორ კლუბს შორის, ჯუზეპე მეაცა აღმოჩნდა.
1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე, მას შემდეგ, რაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი ?ინტერში? გაატარა, მეაცამ ?მილანის? მაისური მოირგო და, ყველას გასაოცრად, მის ამ გაბედულ ნაბიჯს არცერთი საყვედური არ მოჰყოლია.
მისი სიკვდილის შემდეგ კი მილანური კლუბები ერთხმად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სან-სიროსთვის სახელი გადაერქმიათ და ამ დიდებული თავდამსხმელის პატივსაცემად მისთვის ჯუზეპე მეაცა ეწოდებინათ.
მილანური არენა ახალ სახელს ოფიციალურად 1980 წლის 3 მარტიდან ატარებს. თუმცა, გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ?სან-სირო? დღემდე მაინც სან-სიროდ რჩება.

გერმანელთა ტრიუმფი სან-სიროზე

საგულისხმოა, რომ მილანური სტადიონი მშობლიური გახდა არა მხოლოდ მილანელი და იტალიელი ტიფოზებისთვის, არამედ გერმანელი გულშემტკივრისთვისაც.
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც იტალია მასპინძლობდა, გერმანიის ნაკრებისთვის ტრიუმფალური გამოდგა. ბუნდესნაკრებმა, რომელშიც ერთბაშად ინტერის სამი ფეხბურთელი გამოდიოდა - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი - სან-სიროზე ხუთი მატჩი გამართა და ოთხ მათგანში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დაამთავრა.
თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატი მოგეხსენებათ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია კიდევ როდის უმასპინძლებს ეს გრანდიოზული არენა მსოფლიო დონის ტურნირებს.

მაგრამ ფაქტი ერთია - ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი სან-სიროსთვის მაინც მილანური დერბია. ნეროაძურის ტიფოზებისთვის დაუვიწყარია 2001 წლის 21 მაისი. ამ დღეს ინტერმა მარკო ტარდელის ხელმძღვანელობით სამარცხვინო მარცხი იწვნია მილანისაგან 0:6 (შევჩენკოსა და კომანდინის ორ-ორი გოლისა და ჯუნტისა და სერჟინიოს თითო გოლის წყალობით).

სრული ისტორია

მილანის პრეზიდენტმა, პერო პირელიმ (1881 - 1956), გადაწყვიტა, რომ მილანი იმსახურებდა სტადიონს, რომელიც კონკრეტულად ფეხბურთისთვის იქნებოდა შექმნილი. სანამ სტადიონს არ ექნებოდა ათლეტური ნაწილი, მაყურებელს მოედნის ხილვა შესანიშნავი ხედით შეეძლო. პროექტი არქიტექტორ ულისე სტაჩინის ჩააბარეს. პირველი ქვა 1925 წლი ს პირველ აგვისტოს ჩაიყარა. ტევადობა იმ დროისათვის 32 000 კაცს შეადგენდა. (20,000 დამსხდარი, 12 დამდგარი). მხოლოდ ცენტრალურ ნაწილს ქონდა სახურავი, რომელიც 10,000 კაცს ფარავდა. შემდეგ პიერო პირელიმ ანტეო კარაპელის სტადიონის დირექტორის თანამდებობა მიანიჭა. სტადიონმა საბოლოო სახე 1926 წლის 15 სექტემბერს მიიღო და რა თქმა უნდა ”სან სირო” დაერქვა. პირველი მატჩი ინტერი-მილანი იყო 1926 წლის 19 სექტემბერს რომელიც ინტერის გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

1927 წლის თებერვლის დასაწყისში, სან სირომ დაიწყო იტალიის ეროვნული ნაკრების თამაშების ორგანიზება. სტადიონი ძალიან დიდ პუბლიკას იზიდავდა და ეს ქალაქის კონსულის ყურადრების გარეშე არ დარჩენილა. მან საკმაოდ დიდი ფული ჩადო იმაში, რომ სტადიონი გაეუმჯობესებინა. 1937 წელს სამუშაოების ჩატარება გადაწყდა. მოდერნიზაცია და თანამედროვე დეტალების შეტანა 1939 წელს დასრულდა. დაემატა 4 ვიპ ლოჟა, ასევე გაიზარდა სტადიონის ტევადობა. გაკეთდა მიწისქვეშა სექცია, ასევე დაემატა, ფეხბურთელების გასახდელები, ოთახები მსაჯებისთვის და ტუნელი მოედანზე გასასვლელად. სტადიონის ბალახიც განახლდა, ახალი ზომების გამო. 1939 წლის 13 მაისს სან სიროს ახალი ტევადობა ჰქონდა, რომელიც 55,000 მაყურებელს შეადგენდა. პირველი მატჩი ახალ სტადიონზე იტალიინ და ინგლისის ნაკრებებმა გამართეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ყველაფერი შეცვალა და 1942-43 სეზონის შემდეგ სან სირო რამოდენიმე წლის დაიკეტა. ის გაიხსნა 1946 წელს და ომის შემდგომ პირველ ამხანაგურ მატჩსაც უმასპინძლა იტალიისა და ავსტრიის ნაკრებებს შორის. 1947 წელს მილანის მაიორმა ანტონიო გრეპიმ და სპორტის მინისტრმა გვიდო მაძალიმ გამოთქვეს იდეა სან სიროს განახლებისა. მათი მიზანი იყო, რომ სან სიროს ტევადობა 150,000-მდე გაეზარდათ!!! სამწუხაროდ ამ იდეის დამტკიცება 1953 წლის 3 მარტამდე ვერ მოხერხდა. მაშინ კი გადაწყვიტეს, რომ სტადიონს ტევადობის გაზრდა მხოლოდ 100,000 მაყურებლამდე შეიძლებოდა. ორი მიზანი დაისახა. პირველი, რომ სტადიონის ხილვადობა ოპტიმალურ მდგომარეობამდე მიეყვანათ და მეორე, რომ არ შეეცვალათ სან სიროს იმ დროინდელი სტრუქტურა, რადგან ის მართლაც, რომ ბრწყინვალედ იყო აგებული.

1955 წლის მეორე ნაწილში, პირველი მანქანების სადგომის გაკეთება გადაწყდა. 1957-ში სან სირომ მიიღო პროჟექტორები ღამის მატჩების ჩასატარებლად. 200 პროჟექტორი 1500 ვატიანი სიმძლავრით სტადიონის გარშემო გაკეთდა. ყველა მათგანის სიმაღლე 13 მეტრი იყო. სტადიონს სახე არ შეუცვლია 1980-წლამდე, როცა გადაწყდა, რომ სან სიროს ჯუზეპე მეაცა უნდა დარქმეოდა. 1980 წლის 3 მარტს, სტადიონმა მიიღო ახალი სახელი "Stadio Giuseppe Meazza". რა თქმა უნდა მილანის გულშემატკივრებისთვის ის ისევ სან სიროდ დარჩა და მაყურებლის დიდი ნაწილი სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს მილანურ ტაძარს.

ახალ სან სიროს დიდი დრო არ დასჭირვებია იმისათვის, რომ საფეხბურთო ფოლკლორის ნაწილი გამხდარიყო. ამ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში კამერუნმა არგენტინა დაამარცხა, ამ სტადიონზე მილანი იქცა სუპერკლუბათ და ნებისმიერი გუნდისთვის დიდ ძალად. ვის დაავიწყდება მატჩი გერმანიასა და ჰოლანდიას შორის 1990 წელს იტალიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს. უფრო ახლო ხანებში კი მილანმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ინტერის წინააღმდეგ 6-0. ასევე ამ სტადიონმა უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის ფინალს ბაიერნსა და ვალენსიას შორის. სან სირო გახდა თანამედროვე ამპითეატრი, რომელზეც თამაში მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

ავტორი: გიგა თედორაძე

ეხლა კი სან-სიროს სტადიონი ასე გამოიკურება დატკბით უნიკალური ხედით.

ავტორი: გიგა თედორაძე

ჰიმნი

w


შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

ჩემპიონთა ლიგა 3


ფორმა

ლინკები
inter.it
lequipe.fr
gazzetta.it
marca.com
www.figc.it
bari91.com
www.as.com
bundesliga.de
sportsaim.com
soccerway.com
sportinglife.com
interpersempre.com
translate.google.com
Gigusha.wen.ru

რეკლამა

სექსი

w


TAGS
2012 pes PES 2012 motociklet fokus how naruchnikebi tokvi giga ინტერ snaigė Sneider champions league მე_3 ტური hulk porto Brazilia interes moutinio transfer coutinio intera Inter pandev ranieri skudeto gogo saraeva Viktoria eto'o wesliy cievo Claudio არასდროს სნეიდერი chievo motta მე_8 ტური Zanetti მე_8 მიმოხილვა 1-1 მე_9 ტური siti militi xame Julio Juve masimo გაცხარება duglas lazareti diego milito samueli cambiaso INTER MILAN by: intera Zaneti GooL Sneijder esteban cambiaso tedoradze inter 2-1 lille interi lili სერია A anji რეკორდი ძანეტი გადაიდო esteban cambiasso vesly sneijder diego militoo wasvla shectomebi შეცტომები zarate coutinioo tedoradzee sneijder by: intera Wesli Sneijder By: intera Sneider BY By: Tedoradze brazil. diego forlan SNEIDER By: intera ETOO By: INTERA Sneijder BY: tedoradze CAMBIASSO BY: TEDORADZE milan SNEIJDER BY: GIGA TEDO Davit Suazo MAICON BY: TEDORADZE uzlieresi goli cambiaso by: inter Samuel eto'o Zanetti By: Tedoradze Eto'o By: Tedoradze Cambiasso By: interaa Zanetti Milito By: Tedoradze forma baloteli უესლი nagatomo ჯენოა - ინტერი 0:1 ჯენოა 0:1 კალაძე kenwiskra მე–15 ტური deshami moratti მე-16 ტური chivu ათასჯერ პრობლემა ronaldo spaleti transferi კრასიჩი მოტა სარატე და სნეიდერი ფორლანი ვილია 5:0 ინტერი-პარმა 5:0 ძანეტ დიდი შოუ მზად Milan Inter 0-4 best goals derbia ჯონათანი მილანი - ინტერი გადამწყვეტი stancovic პსჟ-მაიკონი madonina2012 მილანი-ინტერი 0:1 25 მილიონ მატერაცი ინტერი vs ჯენოა მაიკონს ახალი მოტა პსჟ-ში? გეგმებზე ინტერი მეოთხეა inter 2-1 lacio ფორლანი კმაყოფილია Juan Jesus სარატე იჯარით Napol 2-0 inter დრაქსლერი 8მილიონი ეცოტავა ოლიმპიადა? მიგელ ველოზუ Claudioo რევოლუცია სატრანსფერო ფანჯარა 4-4 სამმატჩიანი figu ეტო’ოს ზენიტს უარი სამუელი განიკურნა inter best goal Fred guarin giga tedoradze 0-7 inter 0-7 maicon მაიკონი diego hd player etoy forlan 2-1 catania მე_7 cambiasso lili snaijder Real sport maurinio nacional B ჯგუფი 0-1 video

Copyright MyCorp © 2024