მილანის "ინტერის” უბერებელ კაპიტანს, ხავიერ ძანეტის კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. sky sport-ს ცნობით, 36 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2011 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.
მილანის "ინტერის” უბერებელ კაპიტანს, ხავიერ ძანეტის კლუბის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. sky sport-ს ცნობით, 36 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი 2011 წლის ზაფხულში ეწურება, ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივებენ. თუ დღევანდელ "ინტერში” ვინმეს შეუცვლელი ფეხბურთელი ეთქმის, ეს პირველ რიგში სწორედ ძანეტია. ვეტერან არგენტინელს, როემლიც მასიმო მორატის პრეზიდენტობის დროს, კლუბის პირველი შენაძენია, უნიკალური მიღწევა ეკუთვნის. მიუხედავად მისი ასაკისა, მან სერია A-ში ზედიზედ 137 მატჩის ჩატარება შეძლო და მხოლოდ "ბოლონიასთან”, 3 აპრილს გამართული შეხვედრა გამოტოვა ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო. აღსანიშნავია, რომ ამ 137 თამაშიდან, ძანეტიმ უკანასკნელ 67-ში სრულად ითამაშა. იტალიური წყაროს ცნობით, კაპიტანს კონტრაქტს სეზონის დასრულებამდე გაუხანგრძლივებენ, რის შემდეგაც, დეიან სტანკოვიჩის ჯერი დადგება. სერბ ფეხბურთელს, მოქმედი კონტრაქტი ასევე 2011 წელს ეწურება. ავტორი: გიგა თედორაძე
|