როგორც იტალიური მედია იუწყება, ტურინის "იუვენტუსის” გამოცდილი ფორვარდი, დავიდ ტრეზეგე ტრავმირებულია და დიდი შანსია, რომ ფრანგმა მილანის "ინტერთან” გასამართი შეხვედრაც გამოტოვოს  იტალიური პრესის ცნობით, ტერეზეგეს ვარჯიშთან დაკავშირებული დისკომფორტი გუშინ შეექმნა, როდესაც ტურინელი ფეხბურთელები, "დელა ალპის” საწვრთნელ ბაზაზე ფიზიკურ ვარჯიშებს გადიოდნენ. არავინ იცის რა მოხდება, მაგრამ დიდი შანსია, დავიდმა სერია A-ს 34–ე ტურის შეხვედრა გამოტოვოს, სადაც "ბიანკონერი” – "ნერაძურას” დაუპირისპირდება.
|