დღეს მილანის "ინტერის" ფლეიმეიქერმა უესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ მას კვლავინდებურად სურს მოიგოს ჩემპიონთა ლიგის თასი, რაც მისი თქმით ადვილი არცერთი გრანდისთვის არ იქნება.
უესლი სნეიდერი:"მე და ჩემ თანაგუნდელებს კვლავინდებურად გვსურს, რომ კიდევ ერთხელ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის თასი. ეს 2009/2010 წლებში მოურინიოსთან ერთად გავაკეთეთ, თუმცა მას შემდეგ საქმე კარგად არ წაგვივიდა. გასული სეზონი, ჩვენთვის ნამდვილი კოშმარი იყო, მაგრამ "ინტერს" ჰყავს ახალი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, რომლისაც თითოეულ ჩვენთაგანს ეიმედება".
"ორი კვირის განმავლობაში ტრავმირებული ვიყავი, ამ დროისთვის კი მწყობრში ვარ, რაც ძალიან სასიხარულოა. ვიმედოვნებ, რომ "კატანიასთან" შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში მოგევლინებით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები და "ინტერი" მიაღწევს წარმატებას".
|