პოპულარული იტალიური სპორტული გამოცემის, La Gazzetta Dello SPort-ის ჟურნალისტებმა, გულშემატკივართა შორის მცირე გამოკითხვა ჩაატარეს. მათი შეკითხვა ასეთი იყო, – ვინ მოიგებს სკუდეტოს? იტალიელი ფანების 36.9 % ფიქრობს, რომ ჩემპიონის ტიტულს კვლავ მილანის "ინტერი" დაეუფლება. 35,6 %–ის აზრით კი, სკუდეტოს "რომა" დაისაკუთრებს, აი გულშემატკივართა 27%–ის აზრით კი ჩემპიონი "მილანი" გახდება.  თუ იტალიელ ფანებს დავუჯერებთ, წლის ბოლოს "ნერაძურასა" და "ჯიალოროსის" შორის უმძიმესი ბრძოლა გაჩაღდება, სადაც გამარჯვებას კვლავ მილანური გრანდი მოიპოვებს. - მილანის ინტერი 36.9 %
- რომა 35.6 %
- მილანი 27.5 %
- პალერმო 5.4 %
- ნაპოლი 3.2 %
|