მილანის "ინტერის” ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, მაიკონს ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში, "ბარსელონასთან” თამაში რამდენიმე კბილის დაკარგვად დაუჯდა. მილანელთა მე-13 ნომერი, 72-ე წუთზე ლეო მესის შეეჯახა და მიღებული ტრავმის გამო, იძულებული გახდა მოედანი ვადაზე ადრე დაეტოვებინა. როგორც მისმა აგენტმა, ანტონიო კალდენომ მადრიდულ AS-თან საუბრისას განაცხადა, მან იმ ეპიზოდში რამდენიმე კბილი დაკარგა.
"მაიკონს კბილების აღსადგენად ოპერაციის გაკეთება დასჭირდება. სხვა მხრივ, მას ყველაფერი რიგზე აქვს. ჩემი კლიენტი ბუნებით მებრძოლი ადამიანია, იგი შესანიშნავ განწყობაზეა და ეს ინციდენტი მის თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს” – აცხადებს მაიკონის აგენტი მადრიდულ გამოცემასთან საუბრისას. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონასთან” გამართული მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა. მართალია, მილანელთა კარში გატანილი გოლის დროს მან პოზიციური შეცდომა დაუშვა, მაგრამ შემდეგ გამოასწორა იგი და გოლიც გაიტანა. ავტორი: გიგა თედორაძე
|