მილანის "ინტერის” ხელმძღვანელები აპირებენ კატალონიური "ბარსელონას” მცველი გაბრიელ მილიტო დაიმატონ… გამოცემა Tuttosport-ის ცნობით "ნერიაძურის” წარმომადგენლები ესპანელ კოლეგებს მალე მიმართავენ წინადადებით. აქვე შეგახსენებთ, რომ 29 წლის მილიტო 18 თვიანი ტრავმის შემდეგ ახლახან დაბრუნდა. მას უმძიმესი ტრავმის გადატანა მოუწია. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 7-დან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს. "ინტერში” გაბრიელის ძმა თამაშობს, საუბარია დიეგო მილიტოზე, რომელიც ძმისგან განსხვავებით თავდამსხმელია.
|