მილანის "ინტერის” პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ მისი გუნდის ფინალში გასვლით აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ ეს "საუკეთესო მარცხი” იყო მის ცხოვრებაში. 
"მხოლოდ ახლა ვაანალიზებ, რამდენად რთული 90 წუთი გადავიტანეთ. "ბარსელონასთან” სტუმრად თამაში ისედაც რთულია, მითუმეტეს, 10 კაცის შემადგენლობით. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჟულიო სეზარს, რომელმაც ნამდვილი სპექტაკლი დადგა და ტიაგოს წითელი ბარათი გუნდს ფაქტობრივად არ უგრძვნია. ძალიან მინდოდა მოედანზე ვყოფილიყავი და ჩემი ფეხბურთელების მხარდამხარ მებრძოლა. უბედნიერესი ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიერაში მეორედ გავედი და თან არც ისე ასაკიანი ვარ, რომ ეს ჩემი პიკი იყოს, ვთვლი, რომ ”ინტერი” საუკეთესო გუნდია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია, ამიტომ დარმწუნებული ვარ, რომ ფინალს სწორედ ჩვენ მოვიგებთ”, – ამბობს მაურინიო.
|