იტალიური "ინტერის” თავკაცმა, "ინტერი” – "ბარსელონას” მატჩის შემდეგ დაადანაშაულა "ბარსელონას” ფეხბურთელები არასაფეხბურთო საქციელში. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მატჩის დროს კატალონიელები უკმაყოფილონი იყნენ მსაჯის გადაწყვეტილებებით.
"რათქმაუნდა "ბარსელონას” ადვილად ვერ მოვუგეთ. ჩვენი გამარჯვება სრულიად სამართლიანია. ჩვენ გვაწყობს ის შემდეგი, რომელიც ფეხბურთელებმა აჩვენეს, მაგრამ მოგებამდე ჯერ გრძელი გზა დაგვრჩა გასავლელი. კატალონიაში სულ სხვა თამაში იქნება. საკუთარი მოედანი ასეთ შეხვედრებში გადამწყვეტ ფაქტორს თამაშობს. მე ყურადღება მივაქციე იმასაც, რომ კატალონიელები ცდილობდნენ თავიანთი გავლენის ქვეშ ჩაეყენებინათ მატჩის ორბიტრი. ეს თამაშის შემდეგაც გაგრძელდა. მაგრამ მათ უნდა აღიარონ, რომ დღეს ჩვენ მათ ვაჯობეთ!
|