| მილანის "ინტერის” გამოცდილი მცველი, ხავიერ ძანეტი საკუთარი გუნდის წარმატებული გამოსვლით ძალიან კმაყოფილია. შეგახსენებთ, რომ გუშინ კოპა იტალიის ნახევარფინალური მატჩი ფლორენციაში შედგა, სადაც ადგილობრივი "ფიორენტინა” – "ნერაძურას” დაუპრისპირდა, გასული შეხვედრა მილანელთა დამსახურებული გამარჯვებით 0–1 დასრულდა. ასე, რომ მაურინიოს გუნდი იტალიის თასის ფინალში გავიდა.
|