„ინტერი" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მაინცისა" და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მცველ სტეფან ბელს გადაიბირებს, ამის შესახებ სანდო წყაროზე დაყრდნობით ბუნდესლიგური გუნდის ერთ–ერთი ფანკლუბი იტყობინება.
19 წლის ბელში იტალიელები 1.5 მლნ ევროს გადახდას აპირებენ. ახალგაზრდა ფეხბურთელს ბუნდეს ასაკობრივ ნაკრებში ოთხი შეხვედრა აქვს ჩატარებული და გერმანიის ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ მცველად ითვლება.
|