არის ნანატრი შედეგი და ნანატრი ჩემპიონთა ლიგის ფინალი. განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ინტერნაციონალემ ბარსელონას წინააღმდეგ ნოუ კამპზე სასურველ შედეგს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 
მატჩი კანალონიელთა გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 1-0. ერთადერთი გოლი ცენტრალურმა მცველმა ხერარდ პიკემ გაიტანა. ორი მატჩის ჯამში იტალიის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონი ანგარიშით 3-2 დაამარცხა. უეფას ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალი. განმეორებითი მატჩი ბარსელონა - ინტერი 1:0 (0:0) პირველი მატჩი 1-3 ბარსელონა: ვალდესი, ალვეში, კეიტა, მილიტო (მაქსველი 46), პიკე, ტურე, ხავი, ბუსკეტსი (ხეფრენი 63), მესი, პედრო როდრიგესი, იბრაჰიმოვიჩი (კრკიჩი 63). ინტერი: სეზარი, სამუელი, ლუსიო, მაიკონი, ძანეტი, მოტა, კამბიასო, სნეიდერი (მუნტარი 66), პანდევი, ეტოო (მარიგა 86), მილიტო (კორდობა 81). გოლი: 1-0 პიკე (84). გაფრთხილება: მოტა (10), პედრო როდრიგესი (27), სეზარი (34), კივუ (43), მუნტარი (82), ლუსიო (82). გაძევება: მოტა (28). დაწყება: ბარსელონა, I აუტი: ბარსელონა, I კუთხური: ბარსელონა, კ-ში დარტყმა: (4-0), კ-კენ დარტყმა: (8-1), ჯარიმა: (20-15), კუთხური: (9-2), ყვითელი: (1-5), ბურთის ფლობა: (75%-25%).
ავტორი: გიგა თედორაძე
|