მილანის „ინტერი" ახალგაზრდა სლოვენიელი ფეხბურთელების, 19 წლის გოლკიპერ ვიდ ბელეცსა და მის თანატოლ რენე კრხინს არენდის წესით გაასხვისებს, ეს ინფორმაცია დღეს „ნერაძურის" ერთ–ერთმა არაოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.  
ფეხბურთელებით უკვე დაინტერესდა რიგი იტალიური გუნდებისა, კერძოდ, ბელეცის გადაბირება „ლეჩეს" სურს, ხოლო კრხინის სავარაუდო გუნდების სიაში სპეციალისტები „ემპოლისა" და „პალერმოს" ასახელებენ.
|