"ინტერი" ახლოსაა "ჯენოას" მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადმობირებასთან, ამის შესახებ Footballpress იტყობინება. როგორც მოგეხსენებათ, ბონუჩი ამჟამად არენდის წესით "ბარიში" ასპარეზობს და გუნდის დაცვის ხაზის ერთ–ერთ ლიდერად ითვლება. "ნერაძურისა" და გენუურ კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მლნ ევროს შეადგენს. არის საუბრები იმაზეც, რომ თუ ეს გარიგება არ შედგა, "ინტერი" "ჯენოას" მეორე მცველის, 21 წლის სოკრატის პაპასტოპულოსის გადაბირებას შეეცდება
|