დღეს 27 აგვისტოს,თბილისის დროით 20 საათზე მონტე-კარლოში უეფას ჩემპიონთა ლიგის გალა-დაჯილდოება და ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა
ნომინაციაში – 2009-10 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო მეკარე,მცველი,ნახევარმცველი და თავდამსხმელი შესაბამისად ინტერნაციონალეს მოთამაშეები: ჟულიო სეზარი, დუგლას მაიკონი, უესლი სნეიდერი და დიეგო მილიტო გახდნენ.

რაც შეეხება ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრას,სადაც ინტერი A – ჯგუფში განითესა,მეტოქედ შემდეგი გუნდები ერგო: A ჯგუფი: ინტერი (იტალია), ვერდერი (გერმანია), ტოტენჰემი (ინგლისი), ტვენტე (ჰოლანდია)
B ჯგუფი: ლიონი (საფრანგეთი), ბენფიკა (პორტუგალია), შალკე (გერმანია), ჰაპოელი (თელ-ავივის, ისრაელი).
C ჯგუფი: მანჩესტერი (ინგლისი), ვალენსია (ესპანეთი), რეინჯერსი (შოტლანდია), ბურსასპორი (თურქეთი).
D ჯგუფი: ბარსელონა (ესპანეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), კოპენჰაგენი (დანია), რუბინი (რუსეთი).
E ჯგუფი: ბაიერნი (გერმანია), რომა (იტალია), ბაზელი (შვეიცარია), კლუჟი (რუმინეთი).
F ჯგუფი: ჩელსი (ინგლისი), მარსელი (საფრანგეთი), სპარტაკი (მოსკოვი, რუსეთი), ჟილინა (სლოვაკეთი).
G ჯგუფი: მილანი (იტალია), რეალი (ესპანეთი), აიაქსი (ჰოლანდია), ოსერი (საფრანგეთი).
H ჯგუფი: არსენალი (ინგლისი), შახტარი (უკრაინა), ბრაგა (პორტუგალია), პარტიზანი (სერბეთი).
ავტორი: გიგა თედორაძე
|