დღეს იტალიურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ჩანს მილანის "ინტერი" სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდით კუნ აგუეროთი. "ინტერის" ბოსები ჩასულები იყვნენ ესპანეთში მოლაპარაკებების დასაწყებად ხოლო თუ რამდენად წარმატებით დასრულდა ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ. ამასთან დაკავშირებით კუნ აგუერომაც გააკეთა მცირე კომენტარი. "ძალიან მიხარია რომ ასეთი კლუბი ჩემით დაინტერესდა "ინტერი" შესანიშნავი გუნდია იქ ბევრი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს,მაგრამ ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ."-განაცხადა აგუერომ.
|