ყოფილმა ინტერისტამ, ბრაზილიელმა ადრიანომ თავის ყოფილ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება უსურვა.
“ჩემ ყოფილ პარტნიორებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვუსურვებ.ჩემთვის კარგადაა ცნობილი,რომ გუნდში ყველას უნდა ამ ჩემპიონატის მოგება,განსაკუთრებით კი მასიმო მორატის.” “ამ წელს შეიძლება ინტერის წელიც კი ვუწოდოთ,ჟოზე მოურინიომ საწადელს მიაღწია და გუნდი ოპტიმალურ ფორმაში მოიყვანა.რაც შეეხება ბალოტელის,ეს ფეხბურთელი დიდი ამბიციებითაა და ჩემპიონის ხასიათიც აქვს.ვიმედოვნებ მისი კარიერა კარგად განვითარდება.” – განაცხადა “იმპერატორმა”
|