იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა და სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა კომპანია ”პუმამ” ახალი სათამაშო ფორმა წარადგინეს. ეკიპირების ძირითადი ელემენტები ლურჯი ფერისგან შედგება, პრეზენტაციაზე კი "სკუადრა აძურას” გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი და ნახევარმცველი ანდრეა პირლოც იმყოფებოდნენ.