"ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მეტოქე გუნდის თამაშის სტილზე საუბრობს და აცხადებს, რომ "კიევოსთან” ადვილი მატჩი არ იქნება.
"კიევო” მას შემდეგ დავაფასეთ, როდესაც უმაღლეს დივიზიონში მოხვდა. მისი თამაშის სტილი ძალიან საინტერესოა. შემტევ ფეხბურთთან ერთად მოედანზე მაქსიმალური აქტიურობით გამოირჩევიან.
რაც შეეხება "ინტერს” – სერიოზული ცვლილებების განხორციელებას არ ვაპირებ. ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან და იციან რა უნდა გააკეთონ მოედანზე. მაგალითან ჯანპაულო პაცინი – შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა ითამაშებს თუ არა ამ მატჩში ჯერ არ გადამიწყვეტავს”.შეგახსენებთ, "ინტერსა” და "კიევოს შორის მატჩი დღეს, იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის ფარგლებში გაიმართება. გასულ ტურში კი "ინტერი” "კატანიასთან” 1:2 ანგარიშით დამარცხდა.
|