მილანის” ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მისი გუნდის წუხანდელ მატჩზე საუბრობს, რომელიც "პარმას” სრული განადგურებით, ანგარიშით 5-0 დასრულდა.
"ინტერში” მუშაობის პირველივე დღიდან შედეგების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ, მაგრამ გუშინ ფეხბურთელებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა. ბიჭებმა თამაშის თავიანთი სტილი იპოვეს და მატჩიდან მატჩამდე უკეთესად გამოიყურებიან”- განაცხადა რანიერიმ.
"რომელ პოზიციაზე დავასრულებთ მიმდინარე ჩემპიონატს? არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ თამაშიდან მიიღებთ, მაგრამ ვფიქრობ წელს "ინტერი” სრულყოფილებასთან ახლოს არის. მადონინამდე ჩემმა ფეხბურთელებმა დიდი პროგრესი განიცადეს, ასე რომ, წინ დიდი შოუ გველის. იმედი მაქვს, მატჩამდე უესლი სნეიდერი და დიეგო ფორლანი გამოჯანმრთელდებიან”, – დაამატა "ნერიაძურის”