მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ზამთარში კლუბს არგენტინელი თავდამსხმელი და ჰოლანდიელი ნახევარმცველი დატოვებენ.
"სარატე ჩვენი მოთამაშეა და მისით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას."
"სნეიდერი ასევე "ინტერის""საკუთრებაა და იგი ჩვენთან დარჩება." - განაცხადა "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ პრესაში უესლი სნიდერის ბედს აქტიურად უკავშირებენ ორ მანჩესტერულ გუნდს - "იუნაიტედს" და "სიტის", ხოლო მარიო სარატეს უწინასწარმეტყველებენ "ლაციოში" 6 თვით არენდით გაშვებას.