კატალონიის "ბარსელონა” ტრავმირებული დავიდ ვილიას ჩანაცვლებაზე ფიქრობს და ახალგაზრდა ფორვარდების ნდობის მიუხედავად, კლუბი გამოცდილი ფორვარდის ტრანსფერითაა დაინტერესებული.
La Nacion-ის ცნობით, კატალონიელები მილანის "ინტერს” დიეგო ფორლანის თაობაზე წინადადებით მიმართავენ. როგორც მოგეხსენებათ, ურუგვალ თავდამსხმელს ესპანეთში თამაშის კარგი გამოცდილება აქვს: ფორლანი "ვილიარეალისა” და მადრიდის "ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.
კატალონიელებს ფორლანის იჯარით აყვანა ზაფხულამდე სურთ, რითაც ვილიას ჩანაცვლება აქვთ განზრახული.
ფორლანს მისთვის შესაბამის დონეზე იტალიაში ამ დრომდე ვერ უთამაშია. ურუგვაელმა სერია A-ში ჩატარებულ 8 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.