მილანის ინტერის ფორვარდი დიეგო ფორლანი კვლავ ტრავმირებულია. სავარაუდოთ, ურუგვაელი გამოტოვებს პარმასთან დაპირისპირებას, რომელიც შაბათს სან-სიროზე გაიმართება.
Sky Italia-ს მტკიცებით, ფორლანმა დაზიანება სამშაბათს გამართულ ვარჯიშზე მიიღო. ტრავმა სერიოზული არ არის და მილანური დერბისთვის ურუგვაელი 100%-ით მზად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ფორლანი მილანურ კლუბში ამ ზაფხულის ბოლოს გადავიდა. მან სადებიუტი შეხვედრაშივე გაიტანა გოლი, თუმცა შემდეგ ტრამვის გამო მას ძალიან ბევრი დრო გაუცდა.
|