მილანის ინტერის თავკაცის კლაუდიო რანიერის განცხადებით, დიეგო ფორლანი და უესლი სნეიდერი "მადონინასთვის" უკვე მზად არიან. ურუგვაელი ფორვარდი ახალგამოჯამრთელებული იყო, როდესაც კვლავ დაიჭიმა კუნთი და გამოტოვა პარმასთან მატჩი. ჰოლანდიელი გამთამაშებელი კი 11 ნოემბრის მერე არ გამოსულა მოედანზე.
როგორც ვიცით, "ნერიაძურიმ" სერია ა-ს ბოლო ტურში პარმა 5:0 გაანადგურა და მილანური დერბისთვის საბრძოლო განწყობა შეიქმნა. სნეიდერის და ფორლანის დაბრუნებით კი გუნდს უფრო მოემატება თვითდაჯერებულობა:
"ვფიქრობ ისინი უკვე 100%-ით მზად არიან. ეს არის ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი და მათი დაბრუნება უდიდესი ძალაა ჩვენთვის. " "ეს სეზონი დაძაბულად მიმდინარეობს და ფორლანის და სნეიდერის დახმარება აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ არ ვფიქრობთ საპრიზო ადგილებზე, ამ წუთისთვის ჩვენი მთავარი მიზანი მილანის დამარცხებაა."-განაცხადა კლაუდიო რანიერიმ.
|