| მილანის "ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი, დიეგო მილიტო "ლილთან” მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ახლა სერია A-ში მდგომარეობის გამოსწორებაზე უნდა იფიქროს.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, "ინტერმა” ფრანგული "ლილი” 2:1 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი მილიტომაც შეიტანა. "ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ გოლი გავიტანე და გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ და არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით. ყველაზე მთავარი კი მოგებაა. ახლა, სერია A-ს უნდა მივხედოთ” – ციტირებს მილიტოს სიტყვებს Goal-ი.
|