მილანის ინტერის ფორვარდი დიეგო მილიტო ატალანტასთან გამოუყენებელი მომენტის გამო ახლაც ძალიან ნერვიულობს. 
"მე შესანიშნავი შანსი მქონდა, რომ ჩემი გუნდისთვის გამარჯვება მომეტანა, მაგრამ მაიკონის პასის შემდეგ ძალიან ხელსაყრელი სიტუაციიდან გოლის გატანა ვერ შევძელი. ამის გამო მთელი ღამე არ მიძინია. თუმცა, ასეთები ხდება ფეხბურთში. რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყო ეს შემთხვევა”-განაცხადა მილიტომ.
|