მილანის ინტერის მარჯვენა მცველმა მაიკონმა იტალიის დერბიში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო. 
ბრაზილიელმა იუვენტუსთან მთელი 90 წუთი ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ იგი მაშინვე ლაზარეთში აღმოჩნდა. დღეს მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ზუსტად მისი დაბრუნების ვადები უცნობია, თუმცა როგორც ექიმები ვარაუდობენ მაიკონი თამაშს მინიმუმ სამი კვირა ვერ მოახერხებს.
|