ინტერი ტევესისთვის ბრძოლაში კვლავ აქტიურად არის ჩართული. "შავ-ლურჯებმა” არგენტინელისთვის მანჩესტერ სიტის უკვე ოფიციალური შეთავაზებაც გაუგზავნეს.
მოგეხსენებათ, ტევესისთვის მილანიც იბრძვის. მასიმო მორატის კი სულაც არ სურს მოსისხლე მტრის გაძლიერება. დღეს ინტერის პრეზიდენტმა პრესასთან საუბარში ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ გუნდმა ინგლისელებს 25 მილიონი ევრო შესთავაზა არგენტინელის სანაცვლოდ.
იტალიელები ამჟამად მოლოდინის რეჟიმში არიან და "ქალაქელებისგან” პასუხს ელიან.
"ფეხბურთში საიდუმლოებები არ არსებობს. ჩვენ სიტის 25 მილიონ ევროს ვთავაზობთ. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული, მიიღებენ ჩვენს წინადადებას თუ არა, – ” აცხადებს მორატი.
შეგახსენებთ, რომ ტევესის გადაბირებისათვის ფრანგული პსჟ-ც იბრძვის.
|