ამსტერდამის "აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა განაცხადა, რომ მილანის "ინტერის” ცენტრალური მცველის, კრისტიან კივუს გადაბირება სურს.
"კივუ ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ ერთი პრობლემაა – მისი გადაბირება მადრიდის "რეალსაც” სურს. რაც არ უნდა იყოს, რუმინელის შეძენის იმედს არ ვკარგავთ. გამორიცხული არაა, კივუმ არჩევანი ჩვენს სასარგებლოდ გააკეთოს”, - განუცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა La Gazzetta dello Sport-ს. ცნობისთვის, 31 წლის კივუ მილანის "ინტერის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს. მან "ნერაძურის” მაისურით 97 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის ავტორი გახდა. შეგახსენებთ, რომ რუმინელი "აიაქსში” 1999-2003 წლებში თამაშობდა. მან ჰოლანდიურ კლუბში 107 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
|